Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დეკანის შეხვედრა ფაკულტეტის ადმინისტრაციულ-დამხმარე პერსონალთან

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ახლადარჩეულმა დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხოხობაიამ, ამა წლის 16 აპრილს, შეხვედრა გამართა ფაკულტეტის ადმინისტრაციულ-დამხმარე პერსონალთან.

ფაკულტეტის ახალმა დეკანმა თანამშრომლებს გააცნო თავისი ხედვები ფაკულტეტის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით. მან ასევე მოისმინა კოლეგების მოსაზრებები მათი საქმიანობისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების შესახებ. შეთანხმდნენ, რომ ფაკულტეტის დეკანატი და ადმინისტრაცია მჭიდროდ ითანამშრომლებს და ყველაფერს გააკეთებს სტუდენტთა, პროფესორთა და მთლიანად უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე.

 

თარიღი: 16/04/2026